.

სანქციები მატჩის გარიგებისთვის

World Rugby-ის მაქსიმალური შესაძლო სანქცია World Rugby-ის ანტიკორუფციული და ფსონების დადების რეგულაციების დარღვევის გამო, არის სამუდამო დისკვალიფიკაცია თამაშში ნებისმიერი მონაწილეობისგან.

ეს ეხება გარიგებასთან, შიდა ინფორმაციასთან, ფსონების დადებასთან, განუცხადებლობასთან დაკავშირებულ დარღვევებს და ნებისმიერ სხვა არასწორ საქციელს, რომელსაც რეგულაციები მოიაზრებს.

ბევრ ქვეყანაში არსებობს, ასევე, პატიმრობის და სხვა სისხლის სამართლებრივი სანქციების რისკი.

სანქციები, სამუდამო დისკვალიფიკაციის და საპატიმრო სასჯელების ჩათვლით, უკვე იქნა გამოყენებული ათლეტებისა და მსაჯების მიმართ, სპორტის სხვადასხვა სახეობაში მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, ლიგის რაგბიში, კრიკეტში, ჩოგბურთში, ფეხბურთში, კალათბურთში და ხელბურთში.

ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი, არსებობს თქვენი და თქვენი ოჯახის მიმართ ძალადობისა და მუქარების პოტენციური რისკი უკმაყოფილო კორუფციონერების მხრიდან, რომლებისგანაც თქვენ მიიღეთ საჩუქრები და სარგებელი და ახლა გთხოვენ სამაგირო გადაუხადოთ. ხშირ შემთხვევაში, ეს ხალხი შეიძლება დაკავშირებული იყვნენ, მაგალითად, კრიმინალურ სამყაროსთან და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან და შეიძლება, უბრალოდ, არ მოგცენ საშუალება, მათგან სარგებლის მიღების შემდეგ უარი თქვათ დახმარების გაწევაზე. თუ ასეთ ვითარებაში აღმოჩნდებით, World Rugby-ის გარდა, პოლიციასაც უნდა მიმართოთ, რაც შეიძლება სწრაფად.